Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანის შვილი უარყოფს მასზე მოწყობილ თავდასხმას


ნიკოლ ფაშინიანი და მისი შვილი, აშოტ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი და მისი შვილი, აშოტ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შვილმა აშოტ ფაშინიანმა უარყო მასზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

"ჩემზე პოლიტიკური ან სხვა ხასიათის თავდასხმა არ ყოფილა. სამწუხაროდ, მე თავად უნდა უარვყო ჩემზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. რაც შეეხება ამ "ინფორმაციის" გავრცელებას, ვფიქრობ, ყველაზე გასაკვირი ისაა, თუ ვინ ვის ციტირებს. თუ რატომ, ეს არც კი მაინტერესებს. ყველას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - მოჰყავს აშოტ ფაშინიანის სიტყვები რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის შვილზე თავდასხმის შესახებ ცნობა 3 აპრილს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა გაავრცელა. მისი თქმით, ეს არის ორგანიზებული პროვოკაციების სერია, რომლის კვალიც, სავარაუდოდ, ქვეყნის გარეთ უნდა მიდიოდეს.

XS
SM
MD
LG