Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის ოფიციალურად გაწევრებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის ანგარიშზე გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის საქართველოსთვის ძლიერი წახალისება.

„ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და ფინეთს ალიანსში გაწევრება მიულოცა. მისი აზრით, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

ფინეთი ოფიციალურად გახდა NATO-ს სრულუფლებიანი, 31-ე წევრი სახელმწიფო.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას "ნაჩქარევი ნაბიჯი" უწოდა და განაცხადა, რომ მიღებული იქნება "როგორც სამხედრო-ტექნიკური, ისე სხვა ხასიათის საპასუხო ზომები“, რათა შემცირდეს NATO-ში ფინეთის გაწევრიანების შედეგად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ აღმოცენებული საფრთხეები.

XS
SM
MD
LG