79 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, ვეტერანი სპორტსმენი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში", სპორტულ რადიო „ჯაკოში". იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი, 1990 წლიდან - კლუბ „მაქაბის“ პრეზიდენტი.
1998 წელს ჯამლეტ ხუხაშვილი დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით", ქართული სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის. 2004 წელს დასახელდა საუკეთესო სპორტულ კომენტატორად, 2012 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქედ, 2014 წელს - სპორტის დამსახურებულ მოღვაწედ.