გაეროს ორგანოებში რუსეთმა სამი კენჭისყრა წააგო, იტყობინება Associated Press-ი.
რუსეთი „სრული უმრავლესობით“ დამარცხდა რუმინეთთან გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა მდგომარეობის კომისიაში ადგილისთვის კენჭისყრაში.
მოსკოვმა ესტონეთს დაუთმო ასევე წევრობა UNICEF-ში, გაეროს ბავშვთა ფონდში და სომხეთსა და ჩეხეთს - ადგილი დანაშაულთან ბრძოლის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიაში.
რუსეთი აირჩიეს სოციალური განვითარების კომისიაში აკლამაციის - ხმის მიცემის გამარტივებული გზით, რომელშიც აშშ-მა და ბრიტანეთმა მონაწილეობაზე უარი თქვეს უკრაინაში მოსკოვის აგრესიის გამო.
რუსეთი ასეთივე გამარტივებული ფორმით კენჭისყრის საშუალებით შევიდა საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშვალდებულების ექსპერტთა საერთაშორისო სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფში.
1 აპრილიდან რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი წერდა, რომ თავმჯდომარის სტატუსი ძალიან შეეფერება თარიღს - ხუმრობის დღეს“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ თავმჯდომარეობის გადაბარებას უწოდა „ყველაზე ცუდი საპირველმაისო ხუმრობა მსოფლიოში“.
მედია იტყობინება, რომ აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეიძლება შეამცირონ თავიანთი წარმომადგენლობა უშიშროების საბჭოში, მაგრამ ბოიკოტსა და პროტესტზე ლაპარაკი არ არის.
რუსეთი თავმჯდომარის ფუნქციას ერთი თვით შეასრულებს, შემდეგ მის ადგილს დაიკავებს შვეიცარია, საბჭოს არამუდმივი წევრი.