რუსეთის ქალაქ კურსკში, "უსაფრთხოების მოსაზრებით", 9 მაისს გამარჯვების დღის აღლუმს არ გამართავენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა. ეს უკავშირდება გამკაცრებული ანტიტერორისტული ზომების შესახებ ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებას.
9 მაისისთვის დანიშნული სამხედრო აღლუმი გასულ კვირას გაუქმდა ბრიანსკის რეგიონშიც. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ არ სურდა "მტრის პროვოცირება ბელგოროდის ცენტრში დიდი რაოდენობით აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის კონცენტრაციით.“
ამასთან, რეგიონული ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ "უკვდავი პოლკის" მსვლელობა შეიძლება კვლავ ჩატარდეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში.
ასევე არაფერია ცნობილი მოსკოვის "წითელ მოედანზე" მთავარი აღლუმის კონცეფციის გაუქმების ან შეცვლის შესახებ. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ღონისძიება გეგმის მიხედვით წარიმართება, მაგრამ მასზე იქნება მომეტებული „უსაფრთხოების ზომები“.