Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიტოპოლში ერთ დღეში მეორედ მოხდა აფეთქება


13 აპრილს ივან ფიოდოროვმა გაავრცელა ინფორმაცია მელიტოპოლის ცენტრში "ძლიერი აფეთქების" შესახებ
13 აპრილს ივან ფიოდოროვმა გაავრცელა ინფორმაცია მელიტოპოლის ცენტრში "ძლიერი აფეთქების" შესახებ

რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება ერთ დღეში მეორედ გაისმა.

"მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქებისა და სროლის ხმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ისმოდა“, - ამის შესახებ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფმა ქალაქის მერმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.

მანამდე ფიოდოროვმა 13 აპრილის შუადღისას გაავრცელა ინფორმაცია მელიტოპოლის ცენტრში "ძლიერი აფეთქების" შესახებ.

ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქი მელიტოპოლი რუსეთის ჯარებმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დაიკავეს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, ანონიმურ უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ სწორედ მელიტოპოლში გადაიტანა რუსეთმა სამხრეთ ფრონტის სარდლობა.

XS
SM
MD
LG