Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია


ფოტო არქივიდან. რუსული დრონით დარტყმის ადგილი კიევის ოლქში. 2022 წლის დეკემბერი
ფოტო არქივიდან. რუსული დრონით დარტყმის ადგილი კიევის ოლქში. 2022 წლის დეკემბერი

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, წუხანდელი შეტევისთვის მოწინააღმდეგემ გამოიყენა 10-მდე დრონი და მათგან 8 გაანადგურეს თავდაცვის ძალებმა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რვავე უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის მახლობლად მოიგერიეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

რუსეთის შეტევის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შუაღამიდან გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომელიც დღეს დილით, ადგილობრივი დროით 05:40 საათისთვის გაუქმდა.

XS
SM
MD
LG