Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს


ქ. ხარტუმი, სუდანი
ქ. ხარტუმი, სუდანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მოხდება მათი შემდგომი ევაკუაცია.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიების ერთობლივი მუშაობით მოხერხდა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა იმ ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს. ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამუშაო მივლინებით სუდანში ორი ავიაკომპანიის - MyWay Airlines-ის 13 და Geosky-ის 20 თანამშრომელი იყო ჩარჩენილი - მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები.

ავიაკომპანია MyWay Airline-ი სუდანში განვითარებულ მოვლენებს 17 აპრილს ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა და დაწერა, რომ მათ მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში იყვნენ და მათთვის საჭირო საკვების და სხვა ნივთების მიწოდებას პარტნიორების დახმარებით ცდილობდნენ.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG