Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პავლოგრადის ხელისუფლება: რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა


პავლოგრადში მცხოვრები 77 წლის ლიუბოვ ვასილიევა საკუთარი სახლის ნანგრევების ფონზე. პავლოგრადი, 1 მაისი, 2023.
პავლოგრადში მცხოვრები 77 წლის ლიუბოვ ვასილიევა საკუთარი სახლის ნანგრევების ფონზე. პავლოგრადი, 1 მაისი, 2023.

უკრაინის ქალაქ პავლოგრადის რაიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC იტყობინება ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით.

ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის არის რვა წლის გოგონა. ორი ქალი - 45 და 55 წლის - რეანიმაციაში იმყოფება, დაწერა მან ტელეგრამის არხში.

მანამდე ლისაკმა განაცხადა, რომ კვირას ღამით რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე, რომელიც ქალაქ დნეპრის აღმოსავლეთით მდებარეობს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქში დაზიანდა სამრეწველო საწარმო, 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, ექვსი სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და ხუთი მაღაზია.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 1 მაისის ღამეს რუსეთის სამხედროებმა უკრაინას ესროლეს 18 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან 15 ჩამოაგდო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ.

რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობებზე.

XS
SM
MD
LG