Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული წყაროების თანახმად, ბრიანსკის ოლქში, აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო. ბრიანსკის ოლქში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების ადგილი. 2023 წლის 2 მაისი
საილუსტრაციო ფოტო. ბრიანსკის ოლქში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების ადგილი. 2023 წლის 2 მაისი

რუსეთის ბრიანსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა სამხედრო აეროდრომზე. რუსული ტელეგრამ-არხების თანახმად, დასახლებულ პუნქტ სეშჩაში შეაღწია 5-მა დრონმა და 2 მათგანი უშუალოდ აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქდა. ამავე წყაროების ინფორმაციით, დაზიანებულია თვითმფრინავი ან-124. რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

რამდენიმე კვირის წინ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაში განაცხადეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები სეშჩის აეროდრომს ხშირად იყენებენ უკრაინაზე დრონებით თავდასხმისთვის.

1 და 2 მაისს, ბრიანსკის ოლქში რკინიგზაზე მოხდა 2 აფეთქება. რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებლების ვაგონები, მათ შორის ნავთობპროდუქტებით დატვირთული ცისტერნები, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინელი სამხედროები არაერთხელ დაადანაშაულა რეგიონის ტერიტორიის დაცხრილვასა და დრონებით შეტევაში. კიევი მსგავს ფაქტებს, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.

XS
SM
MD
LG