Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიას ესტუმრება


გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 19 თებერვალი, 2022 წელი
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 19 თებერვალი, 2022 წელი

მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს გერმანიაში აპირებს ჩასვლას.

ზელენსკი ბერლინში შეხვდება გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და ამ ქვეყნის პრეზიდენტს, კარლ-ვალტერ შტაინმაიერს.

14 მაისს ის გერმანიის ქალაქ აახენში ჩავა, სადაც „კარლ დიდის პრემიას“ გადასცემენ.

ზელენსკი 3 მაისს ჩავიდა ფინეთში, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად განიხილავს ომის მიმდინარეობასა და უკრაინისადმი მათ დახმარებას.

უკრაინაში ომის გამო ზელენსკი ნაკლებს მოგზაურობს. ის იმყოფებოდა აშშ-ში და ასევე ესტუმრა მეზობელ პოლონეთს.

XS
SM
MD
LG