Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ბრალდებით დაკავებული კაცის იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა მოითხოვა


31 მარტი. თბილისი. ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში".
31 მარტი. თბილისი. ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში".

სასტუმრო „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა პროკურატურამ. მან 1995 წელს დაბადებული ა.ლ.-ისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, „ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას“.

რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის ფაქტს, გამოძიების ვერსიით, 31 მარტს სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ლ. 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG