Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან


ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით შეტევის შესახებ 4 მაისს განაცხადა რუსეთის კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამაც
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით შეტევის შესახებ 4 მაისს განაცხადა რუსეთის კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამაც

რუსეთის ბრიანსკის ოლქზე შეტევა განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, უკრაინულმა დრონმა შეუტია კლინცოვის ნავთობის ბაზას, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის. გუბერნატორის თანახმად, მსხვერპლი არ არის, ნაწილობრივ დაზიანდა ბეტონის კონსტრუქცია და ნავთობპროდუქტების ცისტერნა.

ბოგომაზის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა იყო ქალაქ სტაროდუბის ადმინისტრაციულ შენობაზეც. გუბერნატორი აცხადებს, რომ შეტევას მსხვერპლი არც ამ შემთხვევაში მოჰყოლია.

რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინელი სამხედროები არაერთხელ დაადანაშაულა რეგიონის ტერიტორიის დაცხრილვასა და დრონებით შეტევაში.

რუსეთში, უკრაინასთან მოსაზღვრე სხვა რეგიონებშიც, სულ უფრო ხშირია ხანძრები და აფეთქებები. მათთან კავშირს კიევი, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.

XS
SM
MD
LG