Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატია ამერიკულად


ავტორი: ლუკა ოქროპირაშვილი

ამერიკული დემოკრატიის პრინციპები არის ფუნდამენტური იდეები და იდეალები, რომლებიც ქმნიან შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემას. ეს პრინციპები სათავეს იღებს სხვადასხვა დამფუძნებელ დოკუმენტში, როგორიცაა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, კონსტიტუცია და უფლებათა ბილი. ყველა მათგანი განსაზღვრავს შეერთებული შტატების მმართველობის საფუძვლებს, მისი იდეოლოგიური ინტეგრაციით და ღირებულებებით. მიუხედავად განსხვავებული ინტერპრეტაციებისა და არსებული დებატებისა კონკრეტული პრინციპების შესახებ, ისტორიულად და ტრადიციულად, ისინი ამერიკული დემოკრატიის სხეულის ხერხემლად და განუყოფელ ნაწილად რჩებიან.

1. სახალხო სუვერენიტეტი: სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი ამბობს, რომ მმართველის ანუ მთავრობის ძალაუფლება მომდინარეობს მართული პირების (აშშ-სს მოქალაქეების) კოლექტიური კონსესუსიდან და თანხმობიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ხალხი არის პოლიტიკური ავტორიტეტის და ლეგიტიმაციის საბოლოო წყარო. ხელისუფლება არსებობს და ფუნქიონირებს იმისთვის, რომ მათ ინტერესებს ემსახუროს და შეასრულოს საზოგადოებრივი დაკვეთა.

2. რესპუბლიკანიზმი: შეერთებული შტატები არის რესპუბლიკა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას არ მართავს მონარქი ან მემკვიდრეობითი მმართველი, არამედ სახალხოდ არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც მართავენ და მოქმედებენ მოქალაქეების სახელით. შესაბამისად, შეერთებულ შტატებში მოქალაქეებს აქვთ ხმის მიცემის და აქტიური სამოქალქო მონაწილეობის უფლება თავიანთი წარმომადგენლების არჩევისა და საჯარო პოლიტიკის ფორმირების დემოკრატიულ პროცესში. რესპუბლიკანიზმი ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ხალხის მიერ არჩეულ თანამდებობის პირებს უნდა მიენიჭოს. ის უზრუნველყოფს გამჭირვალობას და პოლიტიკური ძალაუფლების დაბალანსებულ განაწილებას წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებსაც ემსახურებიან.

3. კონსტიტუციონალიზმი: ამერიკული დემოკრატია აგებულია კონსტიტუციონალიზმის საფუძველზე, რომელშიც, კონსტიტუცია აყალიბებს ხელისუფლების ჩარჩოებს, განსაზღვრავს სხვადასხვა შტოს სტრუქტურულ კომპოზიციას, მათ კომპეტენციებს/შეზღუდვებს და უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური, ბუნებრივი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ეს პრინციპი ხელს უწყობს ინდივიდუალური და კოლექტიური სამართლიანობის არსებობას და ხელს უშლის მთავრობას ჰქონდეს შეუზღუდავი კონტროლი თავისი მოქალაქეების ცხოვრებაზე. ეს პრერეკვიზიტია, კანონის უზენაესობის დამყარებისთვის. ასევე, ამერიკულ დემოკრატიის ბუნებას და დინამიკას ახასიათებს შეზღუდული მმართველობის იდეა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის უფლებამოსილებები შეზღუდულია კონსტიტუციით. კანონის უზენაესობა აცხადებს, რომ აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ქვეყნის მთავრობა, ექვემდებარება და ემორჩილება კანონს. ეს გულისხმობს, რომ კანონი უნდა იყოს თანაბარი და სამართლიანი - ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მდგომი.

4. ხელისუფლების დანაწილება: ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გამოყოფს და გამოკვეთავს ხელისუფლების სამ, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოებს. ამგვარად, ამ მექანიზმით, გარანტირებულია მათ შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემა. ძალაუფლების ამგვარი პროპორციული დანაწილება ხელს უშლის რომელიმე ერთი შტოს ზედმეტად გაძლიერებას, ძალაუფლების ექსპლუატაციას თუ ბოროტად გამოყენებას და ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების/გამჭირვალობის შენარჩუნებას.

5. ინდივიდუალური ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები: ადამიანის, ბუნებრივი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ამერიკული დემოკრატიის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძის ფუნდამენტური პრინციპია. უფლებათა ბილი, კონსტიტუციის პირველი ათი ცვლილება, უზრუნველყოფს სხვადასხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და კრიტიკული სამოქალაქო უფლებების/გარანტიების, როგორიცაა სიტყვის, რელიგიის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

6. თანასწორობა: თანასწორობის პრინციპი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და კანონი შესაბამისად უნდა მოეპყროს მათ. ეს კონცეფცია შექმნილია რასობრივი, სქესის, რელიგიის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის/სტატუსის და სხვა ფაქტორების საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ამგვარად, ამერიკულ დემოკრატიაში, ეს ინკლუზიური დინამიკა, უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს ყველა მოქალაქისთვის.

7. სამოქალაქო/საზოგადოებრივი მონაწილეობა: ამერიკული დემოკრატია ხელს უწყობს მოქალაქეების აქტიურ, პირდაპირ, მონაწილეობას და ჩართულობას ქვეყნის მართვაში. ასე, წახალისებულია ჯანსაღი და კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესი, რომლის ორგანული თვისებები და გამოვლინებებია, მაღალი ხარისხის გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება.

8. უმრავლესობის მმართველობა უმცირესობის უფლებებით: ამერიკული დემოკრატია აფასებს უმრავლესობის წესს, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს ამომრჩეველთა უმრავლესობა ან დემოკრატიული გზით, სახალხოდ არჩეული წარმომადგენლები. თუმცა, ეს ყოველივე ასევე ხაზს უსვამს, უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

ეს პრინციპები ასახავს ძირითად ღირებულებებსა და იდეალებს, რომლებიც აყალიბებენ ამერიკულ დემოკრატიას. ზემოთ მოცემული სია არ არის ამომწურავი, სრული სურათის მისაღებად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული დემოკრატიის კონტურებია. ყველა მათგანი, გამოცდილი და დახვეწილი იქნა ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე. ამერიკული დამოუკიდებლობის გარიჟრაჟიდან დღემდე, ისინი ასრულებენ აშშ-ში დემოკრატიული მმართველობის სახელმძღვანელოს ფუნქციას. თითოეული, ემსახურება უზრუნველყოს ფუნქციონალური და ეფექტური სახელმწიფო მმართველობა, ძალთა ბალანსი, ინდივიდუალური უფლებების არსებობა/დაცვა და საერთო სიკეთეს და კეთილდღეობის შექმნა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG