Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზთან დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს


გიორგი მეგრელიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ
გიორგი მეგრელიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მცხოვრები გიორგი მეგრელიშვილი. მეგრელიშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. იგი სოფელ ქვემო ხვითისა და ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპაციის ხაზთან, 14 მაისს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

„გიორგი მეგრელიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - წერია სუსის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა სასჯელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდის.

XS
SM
MD
LG