Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-ი მოსკოვში პირდაპირ რეისებს 20 მაისიდან იწყებს და კვირაში 7-ჯერ იფრენს


თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი 20 მაისიდან იწყებს.

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ქართული ავიაკომპანია მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7-ჯერ იფრენს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა Georgian Airways-ისთვის დღეს, 16 მაისს, გასცა.

  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
  • რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
  • 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG