Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN-ი: უკრაინული Patriot-ი სავარაუდოდ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა


სარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ები. სლოვაკეთი, 6 მაისი, 2022.
სარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ები. სლოვაკეთი, 6 მაისი, 2022.

აშშ-ის ხელისუფლება აფასებს, თუ რა ზარალი შეიძლება მისდგომოდა ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას სამშაბათს ღამით კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ Patriot-ის სისტემა სავარაუდოდ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, უკრაინას ამჟამად Patriot-ის ორი სისტემა აქვს - ერთი შეერთებული შტატებიდან, მეორე კი მას გერმანიამ და ნიდერლანდმა გადასცეს. უცნობია, ამ სისტემებიდან რომელი შეიძლება დაზიანებულიყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამშაბათს იტყობინებოდა, რომ განადგურდა აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტა, მათ შორის ექვსი ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“, გაანადგურეს უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, მაგრამ უარი თქვეს კომენტარზე იმის შესახებ, მოხვდა თუ არა რაკეტა Patriot-ს.

XS
SM
MD
LG