Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა დემოკრატიისთვის


ავტორი: გიორგი ჩოგოვაძე

რა არის უმთავრესი პრიციპი, უმაღლესი რამ, ყველაზე პირველი, ანუ ის რასაც ყველაფერი სხვა ემორჩილება?

ეს არის პიროვნების თავისუფლება, კერძოდ კი, სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება. უფლება იმის, რომ არ იდევნებოდე ხელისუფლების მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, თუნდაც ხელისუფალთა გინების გამო - არ გეშინოდეს თავისუფალი აზროვნების, თავისუფალი მეტყველების.

ის რაც უზრუნველყოფს შენს ამ უფლებას არის კარგი. რაც გართმევს ამ უფლებას არის ცუდი. ზოგჯერ ისეც არის, რომ კარგი ცუდად გადაიქცევა და ცუდი კარგად. ზოგი რამ გარკვეულ პირობებში უზრუნველყოფს შენს ამ უფლებას, სხვა დროსა და გარემოებაში კი არა.

დანარჩენი სხვა მხოლოდ საშუალებაა ამ ერთისა და უმთავრესი მიზნისა.

სამშობლოს ქონას მაშინ აქვს აზრი, როცა მასში პიროვნულად ხარ თავისუფალი. ამიტომაც ევრძვიან ერები საკუთარ დიქტატორებს, უსამართლო მმართველებს, რომ მათ გამოსტაცონ სამშობლო. რელიგიაც კი ტერორიზმი ხდება, როცა თავისუფლებას უარჰყოფს. ენასაც კი, მაშინ აქვს ღირებულება, როცა თავისუფალ აზრს ატრიალებს.

მაშ, უმთავრესი ყოფილა სიტყვის თავისუფლება და მისი დაცვა. ესაა სამართლიანი სახელმწიფოს, პოლიტიკის ფუნდამენტული როლი.

ისეთი სახელმწიფოები კი, რომლებიც საშუალებას მიზანს უთანაბრებენ ან მიზანს საერთოდ უკუაგდებენ, რანი ხდებიან? მათი პატრიოტიზმი ხდება ფაშიზმი. მათი დემოკრატია დიქტატურა. მათი რელიგია საერთაშორისო ტერორიზმი.

სწორედ ასეთია დღევანდელი რუსეთი. უაღრესად არადემოკრატიული. მასში ჩვენი ქვეყნის შესვლა წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების იმ დონემდე (ანუ ფსკერამდე) დაყვანას რაც ამჟამად იქაა. ჩვენ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი ადამიანი გვინდა პლანეტაზე და მათ რიცხვში ხომ ქართველებიც გვჭირდება? ამიტომ გვსურს დამოუკიდებლობა ; რომ დავიცვათ თავი რუსული დიქტატურისგან.

თუ ოდესმე რუსეთში დამყარდა დემოკრატიული წესწყობილება, ეს ხომ მთლად ბედის გაღიმებას ნიშმავს. ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხე ამოიწურება. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, რა უნდა ვქნათ? რა და, ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც არ უნდა შევწყვიტოთ დემოკრატიული წესებით ცხოვრება. ბოლობოლო ან გაგვიმართლებს და ჩვენი დემოკრატია გადარჩება, განვითარდება, ან მტრული ძალები დაამხობენ მას.

ბოლო პერსპექტივა ვიღაცისთვის დემორალიზების მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ ჩვენ ხომ ახლახანს ვიზეიმეთ 26 მაისი. ის ხომ დემოკრატიულ მთავრობასთან ასოცირდება, რომელიც უცხო ქვეყნის დიქტატურამ დაამხო. მაგრამ განა მან არ შემოგვინახა თავისი თავი , როგორც პრეცენდენტი ამ იდეის ხორცშესხმისა?

დაე ჩვენც, ჩვენი ბრძოლით, თუ ამ მიწაზე ვერ მოვესწროთ თავისუფალ, უშიშარ ცხოვრებას, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავრჩეთ დემოკრატიის ერთგულებად, და ამით დემოკრატიის ეს დროშა ამ მიწაზე მცხოვრებ ჩვენს მომავალ თაობებს მაინც გადავცეთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG