Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიამ გადაწყვიტა, რომ იარაღის რეექსპორტი არ ეწინააღმდეგება მის ნეიტრალიტეტს


შვეიცარიის პარლამენტის შენობა. ბერნი, 25 სექტემბერი, 2019.
შვეიცარიის პარლამენტის შენობა. ბერნი, 25 სექტემბერი, 2019.

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ გადაწყვიტა, რომ მეომარ ქვეყნებში შვეიცარიის იარაღის რეექსპორტი არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოზიციას და შეიძლება დაშვებულ იქნეს გარკვეული პირობებით.

ახლა ქვეყნები, რომლებიც შვეიცარიულ იარაღს ყიდულობენ, ხელს აწერენ პირობას ხელახალი გაყიდვის აკრძალვის შესახებ. კანტონების საბჭომ გადაწყვიტა, რომ ახლა სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ შვეიცარიულ ღირებულებებს, ხუთი წლის შემდეგ შეუძლიათ იარაღის მესამე მხარისთვის მიყიდვა შვეიცარიის თანხმობის გარეშე.

ასევე დაიშვება იმ მეომარ ქვეყნებში რეექსპორტი, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, იარაღს თავდაცვისთვის იყენებენ.

ახლა კანონის ცვლილებას მხარი უნდა დაუჭიროს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტის ქვედა პალატა). 1 ივნისს ეროვნულმა საბჭომ მსგავსი ინიციატივა უარყო.

მანამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შვეიცარიას მიმართა უკრაინისთვის შვეიცარიული იარაღის გადაცემის მოთხოვნით, მაგრამ უარი მიიღო. კერძოდ, გასული წლის ივნისში შვეიცარიამ დანიასა და გერმანიას აუკრძალა კიევისთვის საზენიტო დანადგარებისა და ჯავშანტექნიკის საბრძოლო მასალის მიწოდება, რითაც თავისი პოზიცია ნეიტრალიტეტის დარღვევად ახსნა.

შვეიცარია შეუერთდა სანქციებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს უკრაინის მიმართ მისი აგრესიის გამო. ამის პასუხად მოსკოვმა განაცხადა, რომ შვეიცარიამ დაკარგა ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი.

XS
SM
MD
LG