Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2023 წლის პირველ კვარტალში უკრაინის მშპ შემცირდა მოსალოდნელზე ნაკლებად, 10,5 პროცენტით

უკრაინის დროშა სამთავრობო შენობის წინ, კიევი
უკრაინის დროშა სამთავრობო შენობის წინ, კიევი

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შემცირდა 10,5 პროცენტით, აცხადებს უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო 9 ივნისს.

სამინისტროს თანახმად, კლება იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოელოდნენ - რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფად ადაპტირდება მოვლენებთან, რომლებიც მოჰყვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრას.

სამინისტროს თავდაპირველი ვარაუდით, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ 14,1 პროცენტით უნდა შემცირებულიყო.

XS
SM
MD
LG