Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტროს კლინიკისთვის ლიცენზიის შეჩერება 48 სთ-ში შეეძლება - კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს


საილუსტრაციო ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
საილუსტრაციო ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც კლინიკისთვის ლიცენზიის შეჩერება 48 საათში გახდება შესაძლებელი. კანონპროექტი კანონად ქცევის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაუზრდის ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას. დოკუმენტი დღეს, 16 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო - მხარდამჭერი 75 დეპუტატი იყო.

რა იცვლება კანონში:

  • მინისტრი დაადგენს წესს, რომლითაც რეგულირების სააგენტოს შეეძლება წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს კონტროლს დაქვემდებარებულ (სამედიცინო) ობიექტში;
  • მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერება, ხელშეუხებლობა ან/და დალუქვა ან/და ამოღება;
  • მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, უფლებამოსილია, შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა;
  • სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების შესახებ სამინისტროს მიმართვას სასამართლო განიხილავს 48 საათში მხარეთათვის შეუტყობინებლად.

"ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობის", - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დროს.

კანონპროექტით სამედიცინო დაწესებულებებისთვის წესდება დამატებითი ჯარიმები და რიგ შემთხვევაში იზრდება.

XS
SM
MD
LG