Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელებს გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯათ ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით


გამომძიებლების თქმით, ბრალდებულები დაკავშირებული იყვნენ „დონბასში მებრძოლ უკრაინელ რადიკალებთან“. (საილუსტრაციო ფოტო)
გამომძიებლების თქმით, ბრალდებულები დაკავშირებული იყვნენ „დონბასში მებრძოლ უკრაინელ რადიკალებთან“. (საილუსტრაციო ფოტო)

დონის როსტოვში სამხედრო სასამართლომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ოთხი მცხოვრები დამნაშავედ ცნო ტერორიზმის გამართლებაში, ტერორისტული თავდასხმისთვის მზადებაში, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო დამზადებასა და შენახვაში, მათგან სამს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულები 2020 წლის ივნისში დააკავეს. გამომძიებლების თქმით, ისინი დაკავშირებული იყვნენ „დონბასში მებრძოლ უკრაინელ რადიკალებთან“ და გეგმავდნენ ხელნაკეთი ბომბის აფეთქებას სიმფეროპოლის ბაზარზე. თავად ყირიმის მაცხოვრებლები არ აღიარებენ დანაშაულს. ისინი აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ საქმეები შეთითხნილია, ერთ-ერთ მათგანს ჩხრეკისას ჩაუდეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და პროკლამაციები, რომლებიც შეიცავდა „პუტინის დამხობისკენ“ მოწოდებას.

ამის მიუხედავად, სასამართლომ ნიკოლაი ლაგუტინს შვიდი წელი მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით, ვალენტინ ხოროშაევს შვიდი წელი და სამი თვე, ანდრეი კულიევს კი - შვიდ-ნახევარი წელი. მეოთხე ბრალდებულს, დანიილ რეშეტნიჩენკოს, მიუსაჯეს ორი წლით პატიმრობა კოლონიურ დასახლებაში, რადგან ის მხოლოდ „ტერორიზმის გამართლებისთვის“ გაასამართლეს.

გამოცემა „გრატი“ აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, რომელიც სასამართლოში გამოვიდა, ამავე როლში იყო 2015 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის სასამართლო პროცესზე.

XS
SM
MD
LG