Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

‘ქართული ოცნების’ გეგმა 2024 წლის არჩევნებისთვის


ავტორი: ნინო ქოჩიაშვილი

როგორც უკვე იცით საქართველოში მცხოვრები ადამიანი აპოლიტიკური ვერ იქნება. საზოგადოება ბოლო წლებში იყო ორად დაყოფილი. რაც უფრო და უფრო ვუახლოვდებით 2024 წლის არჩევნებს და ასევე ვაკვირდებით გეოპოლიტიკურ ვითარებას, მით უფრო ცხადი ხდება ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად არის განჭწყობილი ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.

ამას არა მხოლოდ ხალხი არამედ მთავრობაც ამჩნევს, მაგრამ ისინი ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმართავენ შედარებით მარტივ და საქართველოსთვის დამღუპველ გზას.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ”ქართული ოცნება“ ატარებს ანტი-სახელმწიფოებრივ და პრო-რუსულ პოლიტიკას. ასევე ისინი აიძულებენ ქართველ ერს, რომ ისტორია უბრალოდ დაივიწყონ და იფიქრონ თითქოს რუსეთი და მისი ხელისუფლება საუკუნეებია ჩვენი მხსნელი და გადამრჩენელია.

რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობას განვითარებული აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, „ქართული ოცნების“ პრო-რუსული პროპაგანდა მათი პარტიისთვის სავალალო აღმოჩნდა და დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ოპოზიციას უფრო ენდობა ვიდრე პოზიციას.

ეს ყველაფერი არ დაწყებულა დღეს ან გუშინ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გეგმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე შეიმუშავა და ახლა ჩამოვთვლი იმ 5 მთავარ ეტაპს რომლებიც ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში გავიარეთ, ხოლო საბოლოო ეტაპს ვიხილავთ 2024 წლის არჩევნებზე.

გაფრთხილება: მე ამ სტატიით არ ვამტკიცებ არაფერს. უბრალოდ ჩემი აზრით საჭიროა საზოგადოებამ წაიკითხოს ტექსტი, ფრთხილად გაანალიზოს და დასკვნები თავად გამოიტანოს. ტექსტი ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და არა კონსპირაციების გავრცელებას.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმა - 5 ეტაპი

1) რუსეთის "საჩუქარი" საქართველოს - რუსეთმა ჩვენ ვიზები მოგვიხსნა რადგან არ დავემორჩილეთ "გარყვნილ" დასავლეთს და ბოლომდე დავრჩით რუსეთის ერთგულნი. არ გავხსენით მეორე ფრონტი. არ დავუწესეთ რუსეთს სანქციები, და არ გავაუქმეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ასევე უნდა დავიმახსოვროთ, რომ უვიზო რეჟიმი უფრო სარგებლისმომტანი აღმოჩნდა რუსებისთვის და არა ქართველებისთვის.

2) დეზინფორმაცია - რუსეთში ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ადამიანი ცხოვრობს. ეს არის სიცრუე. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნარატივის მასიურად გავრცელება დაიწყო მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა. სინამდვილეში ეს რიცხვი მხოლოდ 114 000 ადამიანია რადგან 2021-ში რუსეთში ცხოვრობდა დაახლოებით 112 000 ეთნიკურად ქართველი პიროვნება და ეს რიცხვი შესაძლოა 2 წელიწადში 114 000-მდე გაიზარდა.

3) პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთთან - რა თქმა უნდა თვითმფრინავის ბილეთის აღება და პირდაპირი რეისით 3 საათში საქართველოში ჩამოფრენა უფრო ადვილია ვიდრე მანქანით ან შემოვლითი გზით სიარული. ეს პუნქტი მნიშვნელოვანია რადგან ბევრ პრო-რუს ქართველს ეგონა რომ ჩვენ წაკითხულის გააზრების უნარი არ გვქონდა როდესაც რუსეთის უვიზო რეჟიმს და პირდაპირ ფრენებს ვაპროტესტებდით.

ჩვენ შეიძლება არ გვქონდა პუტინის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ მინიმუმ შეგვეძლო პირდაპირი ფრენები არ დაგვეწყო რაც უფრო შეამცირებდა რუსების საქართვლოში შემოდინებას. ეს იყო "რუსული ოცნების" სპეც-ოპერაციის მთავარი გარდამტეხი ეტაპი.

4) მოქალაქეობის მინიჭების გაადვილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის - უცხოელებში რა თქმა უნდა იგულისმებიან რუსები. მოქალაქეობის მინიჭება ძალიან დასაფიქრებელი საკითხია. თუ რუსს აქვს საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ მოქალაქეობა მისცე რუსს ეს უკვე საარჩევნო გეგმაა, რადგან ქვეყნის მოქალაქეს აქვს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

და დაგავიწყდათ ის "ერთი მილიონი" ეთნიკურად ქართველი ადამიანი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ერთი სული აქვთ როდის დაუბრუნდებიან მათ სანატრელ საქართველოს?

ეს ეტაპი მჭიდროდ არის დაკავშირებული მეორე ეტაპთან. როდესაც მთავრობას ვკითხეთ თუ რატომ დაიწყო რამოდენიმე ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენები რუსეთის მიმართულებით, შეგვახსენეს ის, რომ რუსეთში ‘ერთი მილიონი’ ქართველი ცხოვრობს და მათ უფრო გაუმარტივდებათ საქართველოში ჩამოსვლა და შემდეგ რუსეთში დაბრუნება.

5) 2024 წლის არჩევნები - და საბოლოო ეტაპი, კულმინაცია.

რადგან ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე, რომლებსაც ექნებათ საეჭვო ქართული ფესვები და ისინი 2024 წლის არჩევნებზე უპრობლემოდ მისცემენ ხმას "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა "ქართული ოცნების" წევრები გააგრძელებენ საქართველოს გარუსებას, ქართველი ხალხის დამონებას აწ უკვე დაწყებული ომით და მათ მანიპულაციას ეროვნული ღირებულებებით.

და აი ეს ხუთი ეტაპი დაგეგმილი იყო ძალიან კარგად კრემლის მიერ და მის შესასრულებლად იყენებენ კრემლის აგენტებს, ე.წ. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG