Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთს ნატოში გაწევრიანება მომავალ თვეში სურს, თუმცა ეს, შესაძლოა, გადაიდოს


ულფ კრისტერსონი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი
ულფ კრისტერსონი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა 28 ივნისს განაცხადა, რომ შვედეთს კვლავაც სურს ნატოში გაწევრიანდეს მომავალ თვეში, ვილნიუსში დანიშნულ სამიტზე ან სამიტის შემდეგ - თუმცა ცნობილი არ არის, ამ დროისთვის ეს რამდენად იქნება შესაძლებელი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვეს ათწლეულების განმავლობაში მოქმედ მიუმხრობლობის პოლიტიკაზე და ნატოში გაწევრიანებით უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა გადაწყვიტეს. ფინეთი ალიანსში აპრილში გაწევრიანდა, თუმცა შვედეთისთვის ეს პროცესი უფრო ნელი ტემპით ვითარდება.

შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერენ მოკავშირეები, მათ შორის აშშ, თუმცა ამ ინიციატივის რატიფიკაციას ჯერჯერობით არ ახდენენ თურქეთი და უნგრეთი.

XS
SM
MD
LG