Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როსტოვში ბატალიონ „აიდარში“ მონაწილეობისთვის ბრალდებული უკრაინელი ტყვეების სასამართლო პროცესი იწყება


ბატალიონ "აიდარის" მებრძოლის სამხედრო ფორმის "შევრონი"
ბატალიონ "აიდარის" მებრძოლის სამხედრო ფორმის "შევრონი"

როსტოვის სამხრეთ რაიონის სამხედრო სასამართლო 7 ივლისს პირველ საჯარო მოსმენას გამართავს 18 უკრაინელი პატიმრის მიმართ, რომლებსაც რუსეთის უსაფრთხოება ქვეყანაში აკრძალული „აიდარის“ ბატალიონის წევრებად მიიჩნევს.

ამ დროისთვის ეს არის ყველაზე მასობრივი სისხლის სამართლის საქმე უკრაინის ამ დანაყოფის წინააღმდეგ, რომლის წევრებსაც სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მუხლებით გაასამართლებენ.


სასამართლოს ბარათის თანახმად განსასჯელების სკამზე იმყოფებიან: ვიაჩესლავ ბაიდუკი, იგორ გაიოხა, ვიტალი გრუზინოვი, ვლადისლავ ერმოლინსკი, სემიონ ზაბაირახნი, სერგეი კალინჩენკო, ვიტალი კროხალიოვი, ვლადიმერ მაკარენკო, რომან ნეპა, სერგეი ნიკიტიუკი, ევგენი პიატიგორეცი, ტარას რადჩენკო, ალექსანდრე ტარანეცი, დიმიტრი ფედჩენკო, ნიკოლაი ჩუპრინი, ანდრეი შოლიკი, მარინა მიშჩენკო ლილია პრუტიანი და სხვები.
ადვოკატ პაველ კოსოვოს თქმით, სასამართლო განხილვაში ყველა ბრალდებული პირადად მიიღებს მონაწილეობას.

  • მანამდე, ყოფილი უკრაინელი სამხედრო დენის მურიგუს, რომელიც ასევე იყო ბრალდებული „აიდარში“ მონაწილეობისთვის, 16 წლით პატიმრობა მიესაკა როსტოვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასამართლომ მურიგუ დამნაშავედ ცნო იმის გამო, რომ სპეციალური მომზადება გაიარა ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის მიზნით.
XS
SM
MD
LG