Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ ელი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. იაპონია, ჰიროშიმა. 21 მაისი, 2023 წელი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ ელი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. იაპონია, ჰიროშიმა. 21 მაისი, 2023 წელი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ ელი წინასწარ გამოუცხადებელ ვიზიტად ჩავიდა უკრაინაში, სადაც მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე მოინახულა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქები ბუჩა და ირპენი. კორეის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, „თავდაპირველად პრეზიდენტი ჩავიდა მასობრივი მკვლელობის ქალაქ ბუჩაში, რომელიც კიევის მახლობლად მდებარეობს და ქალაქ ირპენში, სადაც სარაკეტო დარტყმები მიაყენეს საცხოვრებელ რაიონებს“.

სამხრეთმა კორეამ, რომელიც მსოფლიოში მეათე ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ, ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და ტანკები და ჰაუბიცები მიჰყიდა პოლონეთს, რომელიც უკრაინის საკვანძო მოკავშირეა რუსეთთან ომში.

ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ სეული კიევს განაღმვის აღჭურვილობას მიაწვდის. სამხრეთი კორეა, ამასთან, ნატოს ფონდის მონაწილეა, რომელიც უკრაინას უწევს მხარდაჭერას.

მასპინძელთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, იუნ სოკ ელი უკრაინას დაჰპირდა, რომ ჰუმანიტარულ და არასასიკვდილო სამხედრო დახმარების „მასშტაბებს გააფართოებს.“ მისი თქმით, გააფართოებს შარშანდელთა შედარებით დახმარებას, რომელიც 150 მილიონ დოლარს მიაღწევს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სტუმარს შინაარსიანი ვიზიტისთვის და დახმარებისთვის. ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა სტუმარს თავისი და უკრაინელი ხალხის სახელით სტიქიის შედეგად დაღუპული პირების სიკვდილის გამო. სამხრეთ კორეაში კოკისპირული წვიმებს მოჰყვა წყალდიდობაა, ზვავები, რასაც 22 ადამიანს სიცოცხლე შეეწირა.

გაზაფხულზე სეულმა განაცხადა, რომ შეუძლია უკრაინას მიაწოდოს იარაღი, თუ მშვიდობიან მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.

მოსკოვმა გამოაცხადა, რომ რუსეთი გაითვალისწინებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როცა საქმე შეეხება კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების მოგვარებას.

XS
SM
MD
LG