Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა შობას 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავს


საშობაო მსვლელობა ლვოვში. 2018 წელი
საშობაო მსვლელობა ლვოვში. 2018 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივლისს მოაწერა ხელი კანონს, რომლის მიხედვითაც, შობის დღესასწაულის ოფიციალური თარიღი 7 იანვრიდან 25 დეკემბერს გადმოიწევს.

კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილების მიზანი "რუსული მემკვიდრეობის უკან მოტოვებაა." რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება 2023 წლის მაისში მიიღო.

ახალ კალენდარზე გადასვლა 1 სექტემბრიდან მოხდება, თუმცა სამრევლოები, რომლებიც უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, შეძლებენ ძველი თარიღების შენარჩუნებას.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG