რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.
შსს-ს ცნობით, გრძელდება ძებნისთვის საჭირო სამუშაოები
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
შოვი ძველ სურათებში
1/11შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
2/11შამშე ლეჟავა მარტივი ბიოგრაფიის კაცი არ იყო. ჯერ სოციალ-დემოკრატობის გამო ჩასვეს ციხეში, მერე რაჭაში ბოლშევიკური ორგანიზაციები ჩამოაყალიბა. მერე არალეგალურად ვენაში წავიდა სასწავლად, იქიდან კი ლენინს ჩააკითხა ჟენევაში. საქართველოში დაბრუნებული ისევ დააპატიმრეს. შოვის და სხვა სამედიცინო დაწესებულებების აშენება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახერხა. მიუხედავად ყველაფრისა, 1937 წელს შანშე ლეჟავას მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში საქმიანობა დასდეს ბრალად და დახვრიტეს.
ფოტოზე: რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე შოვის წყლის ანალიზზე.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
3/11შოვი ბოლო დრომდე რესპუბლიკური დონის ბალნეოლოგიურ კურორტად რჩებოდა. წლების განმავლობაში აქ ათამდე თაობა ისვენებდა, მკურნალობდა და ერთობოდა.
„შოვი იყო სამოთხე დედამიწაზე, თავისი ბუნებით, მდებარეობით და მინერალური წყებით. მთელი ბავშვობა შოვში მაქვს გატარებული. დედაჩემი საბავშვო ბაღში მუშაობდა და შოვში თითქმის ყოველ წელს ადიოდნენ ბავშვები დასასვენებლად. ალბათ სტუმარი არ დაგვიტოვებია, აქ რომ არ ამოგვეყვანა“, - იხსენებს რაჭველი ექიმი შუქურა ჯაფარიძე.
ფოტოზე: 1968 წელი, გოგოები შოვში ისვენებენ.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
4/11შოვი მდებარეობს მდინარე ჭანჭახის ხეობაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზევით, ონიდან 30 კილომეტრში. მისი მინერალური წყლები კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ფოტოზე: 1968 წელი, მინერალური წყალი შოვში.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
5/11„ახლა შოვი აღარ არსებობს, საიდან შევდიოდით ისიც კი ვეღარ ვიპოვე. მანდ ძალიან ბევრი წყარო იყო, ყველა არც ვიცოდი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რკინის წყალი, სადაც ტურისტებიც ჩერდებოდნენ. ეს წყარო აღარ არსებობს და არავინ იცის, აღდგენა შესაძლებელია თუ არა“, - ამბობს ნანა სოხაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ფოტოზე: 1949 წელი, დამსვენებლები შოვში.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
6/11შოვში ისვენებდნენ ოჯახები, საბჭოთა კავშირის დროს კი აქ შეიძლება მთელი კოლექტივი გამოეშვათ საგზურით: მწერლები, ქარხნის თანამშრომლები, ჩაის ფაბრიკა... მათ შოვში რამდენიმე სანატორიუმი და ტურბაზა ხვდებოდათ.
ფოტოზე: 1955 წელი, ეწერელები კურორტ შოვში.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
7/11ეს ლექსი შოვის ექიმს გალაკტიონმა მიუძღვნა. ლექსიდან ცხადი ხდება, რომ მას შოვში სიმყუდროვე და მოხერხებული მაგიდა ჰქონია.
ფოტოზე: ლექსი, რომელიც გალაკტიონ ტაბიძემ შოვის ექიმს მიუძღვნა 1947 წელს.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
8/11შოვში კონცერტებიც იმართებოდა. ამ ფოტოზე აღბეჭდილია ქართული ჯგუფი, რომელიც 1940 წელს გამოვიდა კურორტში დამსვენებლების გასართობად.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
9/111970 წელი, ტრადიციულ ფოტოს ეტლში შოვშიც იღებდნენ.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
10/11ზოგი ნამდვილ ცხენსაც შოულობდა.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
11/11ბოლო წლებში შოვში დასასვენებლად უკვე კარვებითაც ადიოდნენ.
2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამ კურორტი შოვი ერთიანად გაანადგურა. დაიღუპა ათობით ადამიანი.
ფოტოზე: 1975 წელი, ტურისტული ბაზა შოვში.
შოვის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ იწყება. სიმონ (შანშე) ლეჟავამ ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რაჭაში კურორტი გაეკეთებინა. შეირჩა შოვი, ადგილი მინერალური წყლებით, წიწვოვანი ტყითა და კამკამა ჰაერით.
Previous slide
Next slide
13:2913.8.2023
რაჭაში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დაღუპულთა მოსაძებნად მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უთხრა.
არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, დამანგრეველი ღვარცოფის პირველ ღამეს სამაშველო ოპერაციის შეჩერების შესახებ.