Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ არის შს მინისტრი სტიქიის ადგილას


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ გამოჩენილა რაჭაში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. პაპუაშვილის თქმით, მინისტრის შოვში არყოფნა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის განპირობებული.

„ვამჯობინებდი, იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც თემასთან ახლოს არის. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ ყველა ჩართულია. ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი. აქედან გამომდინარე, ის თავად ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ხომ ვხედავთ, მაშველები როგორ მუშაობენ, როგორ არის ტექნიკა და ასე შემდეგ, უწყება სრულად მობილიზებულია“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. თავად პაპუაშვილი შოვში გუშინ, 5 აგვისტოს, ჩავიდა.

სამაშველო ღონისძიებას რაჭაში ხელმძღვანელობენ შს მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი.

შოვში ამ დრომდე ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, რომელთაგან 12-ია იდენტიფიცირებული. გრძელდება სამძებრო სამუშაოები 17 დაკარგულის საპოვნელად.

XS
SM
MD
LG