Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვითარებადი საქართველო


ავტორი: ლუკა მელაშვილი

ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, ქვეყანას გარკვეული ვადით მართავს. მთავრობიდან წასვლის შემდეგ საუბარს იწყებენ, რომ მათი მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს აღმშენებლობა და განვითარება დაიწყო. სხვადასვა პარტიის წარმომადგენლები ხშირად შეახსენებენ ხოლმე საზოგადოებას საკუთარი ღვაწლის შესახებ.

"ბნელი 90_იანები"- ასე მოიხსენიებენ ადამიანები შევარდნაძის მმართველობის პერიოდს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ უშუქობის ერაში ადამიანებს დენის მიწოდება, როგორ ჰგვრიდა უდიდეს სიხარულს და 24 საათიანი ელექტროენერგიით მომარაგება სანატრელი ჰქონდათ. ყველაფერს სიღარიბის დაღი ემჩნეოდა, პენსიის ოდენობა კი 8 ლარს შეადგენდა. ირგვლივ გენერატორების გამაყრუებელი ხმა ისმოდა, ჰაერში ნავთისა და ბენზინის სუნი ტრიალებდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში თითქმის არ მოძრაობდა, მხოლოდ ტრამვაითი და მეტროთი იყო შესაძლებელი გადაადგილება და ისიც ამ ორ სატრანსპორტო საშუალებამდე მისასვლელად ადამიანთა უმრავლესობას ფეხით კილომეტრების გავლა უწევდა.

სახელმწიფოში ინსტიტუტებში სული კორუფცია სუფევდა. მაგ. უნივერსიტეტში საკუთარი ცოდნით მოხვედრა თითქმის შეუძლებელი იყო. ძირითადად ყველაფერს ფულიანი და გავლენიანი ნაცნობების ყოლა წყვეტდა. ამის გამო აბიტურიენტები სამი და ოთხი წელი მისაღებ გამოცდებს აბარებდნენ. ხშირ შემთხვევაში მათ ერთი ქულა აკლდებოდათ სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად, რაც ცხადია მიზანმიმართულად ხდებოდა.

2003 წელს "ვარდების რევოლუცია" მოხდა. ნაციონალური ვარდის სურნელი მთავრობას ხვდა წილად, ხოლო ეკლები-ხალხს!

ჩაბნელებულმა საქართველომ ნელ-ნელა იწყო განათება და ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება წარსულს ჩაბარდა, ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძის "ბნელი 90_იანები."

2005 წელიდან ეროვნული გამოცდების შემოღებამ ყველა აბიტურიენტს თანაბრად მისცა საშუალება საკუთარი ცოდნით სტუდენტი გამხდარიყო და არ ეძებნა საახლობლოში გავლენიანი პირები. ქვეყნის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგდა და ა.შ. მაგრამ მოუწესრიგებელი იყო სამედიცინო სფერო, ვინაიდან ადამიანებს ოპერაციის გასაკეთებლად საკუთარი საცხოვრებელი ბინის გაყიდვა უწევდათ. საბავშვო ბაღის გადასახადი, რომელიც თვეში 40 ლარს შეადგენდა, ოჯახებს მძიმე ტვირთად აწვებოდა . სკოლის სახელმძღვანელოები ფასიანი იყო და მოსწავლის სასკოლო ლიტერატურის შეძენა დიდი თანხებთან იყო დაკავშირებული; ხოლო ყოველ წელს წიგნები იცვლებოდა და მომდევნო კლასისთვის იგი აღარ გამოადგებოდა.

ნაციონალურმა "ვარდის სურნელმა" ქართულ პოლიტიკაში საკუთარი კვალი დატოვა.

2012 წელს ახალი "საოცნებო" მმართველობა მოვიდა ოცნებების ასრულების დაპირებებით, კომუნალური გადასახადების შემცირებით, "იაფი ფულით"(სესხი), სოფლის მეურნეობის აღორძინებით.

თუმცა...

აღსანიშნავია, რომ "საოცნებო" მმართველობის პერიოდში: საბავშვო ბაგა-ბაღის 40 ლარიანი გადასახადი გაუქმდა, სასკოლო სახელმძღვანელოები თითოეული მოსწავლისათვის უფასო გახდა; ხოლო ყოველი მოქალაქე საყოველთაო დაზღევით სარგებლობს და გარკვეული სამედიცინო მომსახურების

საფასურის 70%_ს სახელმწიფო აფინანსებს.

რატომ ხდება "საოცნებო მმართველობის" ხანაში ყველა დაპირების უკუღმა აღსრულება? კომუნალური გადასახადები გაიზარდა, საწვავის ფასი თითქმის გაორმაგდა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასი ძალზედ გაიზარდა. ქვეყანაში ყოფა იმდენად მძიმე და აუტანელი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციაში ოჯახებით მიდიან, რადაგან საკუთარ სამშობლოში მომავალს ვერ ხედავენ.

საქართველო ისევ რჩება განვითარებადი ქვეყნის სტატუსით, დაკარგული ტერიტორიებით, ემიგრაციაში გახიზნული მოქალაქეებით, დაუძლეველი სიღარიბით და სოციალურად დაუცველი ადამაინებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG