Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იუწყება რუსეთის იერიშებზე, მოსკოვი ამბობს, რომ "აღკვეთა" დრონებით თავდასხმა


რუსეთის სარაკეტო შეტევის ადგილი პოკროვსკში, აღმოსავლეთი უკრაინა. 2023 წლის 8 აგვისტო
რუსეთის სარაკეტო შეტევის ადგილი პოკროვსკში, აღმოსავლეთი უკრაინა. 2023 წლის 8 აგვისტო

უკრაინის არმიის წარმომადგენლებმა კონტრშეტევის ოპერაციის ფარგლებში ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე მომხდარ 30-ზე მეტ შეტაკებაზე განაცხადეს, რუსეთმა კი კიევი დაადანაშაულა ორი დრონით მოსკოვზე მიტანილ იერიშში. რუსეთის განცხადებით, იერიში "აღკვეთილ იქნა" მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მტრის საჰაერო დარტყმები განხორციელდა სამხრეთში, ზაპოროჟიეს რეგიონის გარშემო მდებარე 15 დასახლებაზე, ისევე როგორც ქალაქ ხერსონსა და სხვა დასახლებებზე. უკრაინის არმია აცხადებს, რომ "წარმატებული შეტევითი ოპერაციებით ... მნიშვნელოვნად გაიზარდა" დანაკარგი რუსეთის დანაყოფებს შორის, განსაკუთრებით ლუგანსკის რეგიონში.

რუსეთის განცხადებით, წარმატებით გააუვნებელყვეს დრონებით მოსკოვზე ღამით მიტანილი იერიში, რომელშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 9 აგვისტოს, დილით, აცხადებენ, რომ საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს ორი დრონი. სამინისტრო კიევს "ტერორისტულ თავდასხმაში" ადანაშაულებს და ამბობს, რომ მსხვერპლი ან ნგრევა არ ყოფილა.

კიევს ბრალდებაზე განცხადება არ გაუვრცელებია.

აშშ-ში განთავსებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ამბობს, რომ უკრაინის ძალებმა, "როგორც ჩანს, განახორციელეს შეზღუდული რეიდი მდინარე [დნეპრის] გავლით და განთავსდნენ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთის (მარცხენა) სანაპიროზე". ინსტიტუტს მოაქვს ომის საკითხებზე რუსი ბლოგერების მონაცემები. ISW-ის განცხადებით, გაურკვეველია, უკრაინის ძალები დარჩებიან თუ არა ხანგრძლივად აღმოსავლეთის ნაპირზე.

რეგიონი არის ცენტრი უკრაინის კონტრშეტევისა, რომლის მიზანია რუსეთის ძალების უკუგდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

XS
SM
MD
LG