Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ევროკავშირის სასაზღვრო მისია ადასტურებს სროლის ფაქტს


სომხეთში ევროკავშირის სასაზღვრო მისია ადასტურებს სროლის ფაქტს, 2023 წლის 15 აგვისტო
სომხეთში ევროკავშირის სასაზღვრო მისია ადასტურებს სროლის ფაქტს, 2023 წლის 15 აგვისტო

15 აგვისტოს სომხეთში ევროკავშირის სასაზღვრო მისიამ დაადასტურა, რომ თავისი პატრულირების ერთ-ერთ არეალში, აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, სროლის შემთხვევა იყო.

"ვადასტურებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული იყო სროლის ინციდენტის ადგილას, ჩვენი პასუხისმგებლობის არეალში", - წერს სომხეთში ევროკავშირის მისია (EUMA) პლატფორმა X-ზე ანუ ყოფილ Twitter-ზე.

განცხადებაში - რომლითაც გასწორდა მანამდე ნათქვამი, რომ სროლა არ ყოფილა - ასევე ვკითხულობთ, რომ EUMA-დან არავინ დაშავებულა.

ევროკავშირის მისიის განცხადებამდე სომხეთმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლი გაუხსნა დამკვირვებლებს ორი ქვეყნის საზღვარზე. აზერბაიჯანმა უარყო პასუხისმგებლობა ინციდენტზე. აზერბაიჯანის ვერსიით, ეს განცხადება დეზინფორმაციის ტოლფასია და ბაქოს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია პატრულირების თაობაზე.

XS
SM
MD
LG