Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს


სტიქიის ადგილი, შოვი. 5 აგვისტო, 2023 წელი
სტიქიის ადგილი, შოვი. 5 აგვისტო, 2023 წელი

შსს-ს ინფორმაციით, მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მოძიებულია 29 ცხედარი, მიმდინარეობს კიდევ 4 დაკარგული ადამიანის საძიებო სამუშაოები.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 15.00 საათისთვის მოვარდა.

დღეს არსებული ინფორმაციით, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

XS
SM
MD
LG