Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ ანძა უკრაინის დროშის ფერებში გაანათა


24 აგვისტო. თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
24 აგვისტო. თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

თბილისის მერიამ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს სატელევიზიო ანძა ამ ქვეყნის დროშის ფერებში გაანათა. ეს დღე უკრაინელ ხალხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიულოცა.

"ვულოცავ ჩვენს მეგობარს, უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი. უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!" - განაცხადა კალაძემ.

დამოუკიდებლობის დღე უკრაინას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 32 წლის წინათ, 1991 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს რუსეთთან ომის პირობებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

XS
SM
MD
LG