Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: კრემლის კრიტიკოსი კარა-მურზა ციმბირის ციხეში ჩაყვანისთანავე მოათავსეს სადამსჯელო საკანში


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

კრემლის ვეტერანი კრიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა ჩაიყვანეს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც 25-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს. კოლონიაში მიყვანისთანავე, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში, აცხადებს მისი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი.

პოროხოროვის თქმით, უცნობია, რატომ მოათავსეს ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე კარა-მურზა სადამსჯელო საკანში.

კარა-მურზას მოსკოვიდან ომსკში გასაიდუმლოებული გადაყვანის პროცესი სამ კვირამდე გაგრძელდა.

აშშ-ის კანონმდებლებმა ახლახან ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდეს, დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში მცხოვრებ კარა-მურზას მიეცეს "არასწორად დაპატიმრებულის" სტატუსი.

კარა-მურზა მსჯავრდადებულია ღალატში, არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და „არასასურველი ორგანიზაციის“ მუშაობაში მონაწილეობაში.

XS
SM
MD
LG