Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელზე თავდასხმას, ყველაზე ცოტა, 22 ადამიანი ემსხვერპლა


ისრაელზე თავდასხმას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელზე თავდასხმას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, 22-მდე გაიზარდა ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. კრიტიკულ მდგომარეობაშია, სულ მცირე, 70 ადამიანი, არსებობს მოლოდინი მსხვერპლის ზრდის შესახებ.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებული დაჭრილების და დაშავებულების რიცხვი კი 500-ს აჭარბებს.

ისრაელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“, – წერს საგარეო უწყება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.

ისრაელზე შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა" გამოაცხადა და თქვა, რომ ესაა შურისძიება ალ-აქსას მეჩეთის გამო.

ისრაელს მხარდაჭერას უცხადებენ ევროპელი პოლიტიკოსები.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

„ისრაელს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელის ხელისუფლებასთან. ისრაელში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან სამოგზაურო რჩევები“, – ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ტვიტერზე გამოქვეყნებული ტექსტია.

XS
SM
MD
LG