Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ხელი მოაწერა 90 დღით საომარ მდგომარეობას, გენერალურ მობილიზაციას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გაგრძელებას.

ამის ფონზე რუსეთმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის უმაღლესი რადის მიერ 8 ნოემბერს მიღებული კანონები საომარ მდგომარეობას და საერთო მობილიზაციას 2024 წლის 14 თებერვლამდე აგრძელებს.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში შემოღებულ იქნა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღეს. პარალელურად გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, მათი გახანგრძლივების საკითხზე უკრაინის პარლამენტში სულ 9 კენჭისყრა გაიმართა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ორი სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადა. საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხერსონისა და მიკოლაევის რეგიონებში. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა თქვა, რომ ერთი რუსული რაკეტა რეგიონის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. გენერალურმა შტაბმა საღამოს შემაჯამებელ ანგარიშში განაცხადა, რომ დღის განმავლობაში ფრონტზე 55 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

შტაბის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ათობით "წარუმატებელი თავდასხმა" სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის რაიონებში, სადაც კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებები კვლავ უარყო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ, რომელმაც განაცხადა, რომ წინა მცდელობები უშედეგო იყო და უკრაინას „ამ ხაფანგში გაბმა არ სურს და არ მოხვდება“.

XS
SM
MD
LG