Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების თანახმად, გავლენიანი გერმანელი ჟურნალისტი რუსეთისგან იღებდა ფულს


ჰუბერტ ზაიპელის ინტერვიუ ვლადიმირ პუტინთან
ჰუბერტ ზაიპელის ინტერვიუ ვლადიმირ პუტინთან

გავლენიანმა გერმანელმა ჟურნალისტმა ჰუბერტ ზაიპელმა - რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ინტერვიუ ჩამოართვა და მის შესახებ ორი წიგნი დაწერა - 600 000 ევრო მიიღო კომპანიებისგან, რომლებიც დაკავშირებულია პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქთან, დასავლეთის სანქციების სიაში შეყვანილ ალექსეი მორდაშოვთან, იუწყება ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება.

ზაიპელი გერმანიაში ცნობილია პუტინთან 2014 წლის ექსკლუზიური ინტერვიუთი, მას პუტინის შესახებ დოკუმენტური ფილმიც აქვს გადაღებული.

გამოძიება ერთობლივად ჩაატარეს გერმანიის მაუწყებელმა ZDF-მა, ჟურნალმა Der Spiegel-მა და გერმანიის საგამოძიებო მედიაორგანიზაცია Paper Trailer Media-მ. მათ დაასკვნეს, რომ ჟურნალისტური ჯილდოების მფლობელმა ზაიპელმა ნაწილ-ნაწილ მიიღო თანხა კვიპროსში განთავსებული, მორდაშოვთან დაკავშირებული კომპანიის შუამავლობით იმ ორი წიგნისთვის, რომლებიც, ბევრის აზრით, პუტინს დადებითად აღწერს.

ზაიპელმა ZDF-ს დაუდასტურა, რომ მიიღო "ფინანსური მხარდაჭერა მორდაშოვისგან", თუმცა განაცხადა, რომ "ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია წიგნების შინაარსზე". ზაიპელმა მიუთითა საკონტრაქტო ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, ავტორს "არ ეკისრება პასუხისმგებლობა წიგნის პროექტის სპონსორის წინაშე".

XS
SM
MD
LG