Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელმა თურქეთის პრეზიდენტს მიმართა, რომ "დრო მოვიდა", მისცეს შვედეთს ალიანსში გაწევრიანების საშუალება


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი. 28 ნოემბერი, 2023 წელი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი. 28 ნოემბერი, 2023 წელი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან უთხრა თურქეთის პრეზიდენტს, რომ "დრო მოვიდა", მისცეს შვედეთს საშუალება, გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი.

ნატოს წევრებიდან მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მიუციათ ოფიციალურად თანხმობა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებისთვის. სტოლტენბერგმა Associated Press-ს განუცხადა, რომ 1 დეკემბერს, დუბაიში მიმდინარე კლიმატის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანთან შეხვედრისას, მან მოუწოდა თურქეთს, დაასრულოს ეს პროცესი.

XS
SM
MD
LG