Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილუზიის ძალა


ავტორი: ლიკა გოდერიძე

ილუზიების მიღმა მცხოვრებ ადამიანებს შურის თვალით დავუწყე ყურება, მას შემდეგ რაც გავიაზრე რა ძალა აქვს ჩვენი ცხოვრების არასწორად აღქმულ სცენარს. ინტერპრეტაციას, რომლის საშუალებითაც ვეწინააღმდეგებით ობიექტურ რეალობას. ფანტასტიკური სამყარო, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ის ვინც გინდათ, რომ იყოთ.

შეგიძლიათ მიაღწიოთ ნებისმიერ მწვერვალს.

ეს სამყარო განსხვავდება რეალისტური მიდგომისგან.

ცხოვრებაში ურთულესი ამოცანაა რეალობის პოვნა

ვფიქრობ, ილუზიური სამყარო ადამიანებს გვეხმარება ცხოვრების სცენარში არსებული ტკივილისგან თავის დაღწევაში, გვიქმნის ნებისყოფას, რომელიც გვჭირდება.

იცით რატომ გვჭირდება ?

ეს სამყარო უფრო მკაცრია, ვიდრე ილუზიების სამყარო.

ეს ყოველივე დიდ როლს თამაშობს ადამიანის გონებით მანიპულირებაში, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ილუზიებში ხშირ შემთხვევაში განიცდიან რეალურ მოცემულობას.

გსმენიათ სამედიცინო ილუზიის, „პლაცებო“- ს შესახებ ?

ილუზია, რომელიც რეალური ხდება!

მოვლენა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ეძებს დაავადების განკურნების დამოუკიდებელ გზებს, მოქმედი წამლის მხოლოდ იმიტატორის გამოყენებით.

იცით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოჯანმრთელება გამოყენებული პრეპარატის ეფექტურობის რწმენის შედეგად ხდება

„პლაცებოს ეფექტი არის ის, რომ ყალბი ხდება რეალური, იმის გამო, რომ თქვენ მას აღიქვამთ“.

უბრალოდ მოლოდინმა, რომ წამალს ექნება სასარგებლო ეფექტი, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში შესაბამისი რეაქციები.

ამ მედიკამენტს აქვს ეფექტი მაშინაც კი, როდესაც პაციენტებმა იციან, რომ მკურნალობა მხოლოდ ,,პლაცებოა“.

ინერტული, მოჩვენებითი მკურნალობა ეფექტური ხდება, თუნდაც საკუთარი თავის მოტყუებით შემეცნებითი ილუზიის საშუალებით.

კონტროლირებადი ცდა შეიძლება ჯადოსნურ შოუს შევადაროთ.

....

50 კაციან ოთახში ვერასდროს მივიღებთ იდენტურ პასუხს ცხოვრების აზრზე, რადგან თითოეული იქნება განსხვავებული ან უბრალოდ "არ ვიცი".

ადამიანები პასუხს გასცემენ თავიანთი სამყაროდან, ცხოვრებისეული მიზნებიდან გამომდინარე, იქნება ეს კარიერა თუ პირადთან დაკავშირებული.

არსებობს ილუზიის კიდევ ერთი ფენა

ერთი წუთით წარმოიდგინეთ ყველაზე საშინელი ტკივილი, რაც კი ოდესმე გადაგიტანიათ.

ახლა, წარმოიდგინეთ ორი განსხვავებული სცენარი, როდესაც ეს ტკივილი განიცადეთ.

პირველ სცენარში, თქვენ ხართ წვეულებაზე, კარგად ატარებთ დროს, ცეკვავთ და იცინით მეგობრებთან ერთად, უცებ ტკივილს გრძნობთ. !

რა თქმა უნდა, გტკივა მაგრამ ამას მხოლოდ ერთი წუთით ამჩნევ და შემდეგ აგრძელებ მხიარულებას.

მეორე სცენარში, თქვენ სახლში ხართ, მარტო ხართ მსოფლიო პანდემიის დროს და საშინელ ხასიათზე ხართ, რადგან სატელევიზიო შოუები ამოგეწურათ, თქვენი საყვარელი სერიალის სეზონებიც უკვე სრულად ნანახი გაქვთ.

უკვე ცრემლების ზღვარზე ხარ... ძალიან გტკივა !

ბევრად უფრო მძიმე ტკივილია ვიდრე წვეულებაზე არა?

ჩვენს აზრებსა და გრძნობებს შეუძლიათ ძლიერი გავლენის ქვეშ მოგვაქციოს...

“ილუზიის გარეშე არავინ არის ბედნიერი, ილუზია ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერებისთვის, როგორც რეალობა.”

მაგრამ ... ?

ვფიქრობ, ცხოვრებაში უკიდურესი რეალისტური მიდგომით ან ილუზიური ხედვით ცხოვრებას უფრო გავირთულებთ ... ცხოვრება არ არის გადასაჭრელი პრობლემა, არამედ რეალობაა, რომელიც უნდა განვიცადოთ.

რაც უფრო ფართოა ჩვენი ხედვის არეალი უფრო მეტად ძლიერები ვართ, მეტი ალტერნატივა და ფანტაზიური პროდუქტი გვაქვს ...

თუ თქვენ ილუზიების სამყაროში უკვე აღმოჩნდით, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ერთ დღეს თავით შეეჯახებით ,,არარსებულს” და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

Damn that’s deep

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG