Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

45-მდე გაიზარდა კიევზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა რიცხვი


რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა 11 დეკემბერსაც
რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა 11 დეკემბერსაც

კიევის მერიის მიერ განახლებული მონაცემებით, 34-დან 45-მდე გაიზარდა რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა რიცხვი. 18-ს, მათ შორის ორ ბავშვს, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო შეტევისას დაზიანდა ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორია. დაშავდა ერთი ადამიანი. ჩამსხვრეულია შენობის ფანჯრები.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კიევის დნეპრის და დარნიცკის რაიონებში, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ავტომობილები და წყლით მომარაგების სისტემის მილები.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც.

ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG