Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონვენციით დაცული ფრინველების - გავაზების და სონღულების - ქვეყნიდან გაყვანის მცდელობისთვის მოქალაქე 36 ათასი ლარით დააჯარიმეს


CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველი
CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 36 ათასი ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელიც კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანას ცდილობდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მოქალაქეს 9 მტაცებელი ფრინველი (გავაზები და სონღულები) სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით, ავტობუსის საბარგულით გადაჰყავდა. „მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამართალდარღვევა თითოეულ ფრინველზე 4 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

გავაზი და სონღული CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველებია.

ხის ყუთებში მოთავსებული მტაცებელი ფრინველები
ხის ყუთებში მოთავსებული მტაცებელი ფრინველები

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.

ავტობუსი, რომლითაც მტაცებელი ფრინველები გადაჰყავდათ
ავტობუსი, რომლითაც მტაცებელი ფრინველები გადაჰყავდათ

საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ CITES-ის კონვენციას საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა.

XS
SM
MD
LG