Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტატისტიკური საქართველო


ავტორი: გიორგი აბულაძე

როგორია ცხოვრება სტატისტიკურ საქართველოში? ამ საინტერესო კითხვაზე პასუხის გასაცემად უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს წარმოგიდგენთ. მაშ ასე, დავაკვირდეთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ციფრებში.

სტატისტიკური ქართველი 38 წლისაა (მედიანური ასაკი საქსტატის ცნობით) მას ნინო ან გიორგი ჰქვია (ამ სახელებს თითოეულ სქესში მოსახლეობის 10%-ზე მეტი ატარებს). ეს ინდივიდი რათქმაუნდა თბილისში ცხოვრობს, როგორც ყოველი მესამე ქართველი, კერძოდ გლდანი-ნაძალადევის და ისან-სამგორის რაიონებში (თბილისელთა 50%). დაასრულა უმაღლესი სასწავლებელი იურიდიული / ბიზნესს მიმართულებით. დაოჯახდა 22-24 წლის და ორი შვილი ჰყავს, პირველი 12-15 წლის, მეორე 8-11 წლის.

გიორგი/ნინო ყოველ დილით 07:30 სთ.-ზე იღვიძებენ. ისინი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (პერიოდულად კი შაბათობითაც) დილის 9/10-დან–6/7-მდე სამსახურში არიან. სამსახურამდე მისასვლელად, რომელიც საბურთალოზე/ვაკეში/დიდუბეშია საშუალოდ 1 სთ. სჭირდებათ. ანუ კვირაში 45-50 სთ.-ს (40-45 სამუშაო საათი) სამსახურში ატარებენ, 10-12 სთ.-ს კი მგზავრობაში, 48 საათს კი ძილში. მათი ხელფასი ხელზე ასაღები თვეში დაახ. 1200 ლარია (7 ლ./1 სთ.). გამოდის 4 სულიან ოჯახს თვეში 2500 ლარზე ნაკლები ბიუჯეტი აქვს, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის რასაკვირველია არ ჰყოფნით. თუმცა ამ სტატისტიკურ ოჯახს ყოველთვიურად 500 ევროს უგზავნის მშობელი, რომელიც ემიგრანტია დასავლეთში. ეს შემოსავალი კი ამ ოჯახს საშუალო ფენის წარმომადგენლად აქცევს (უხეშად 50% მოსახლეობის).

38 წლის სტატისტიკურმა ინდივიდმა, ჯერ არ იცის რომ მალე პირველ მშობელს–მამას დაკარგავს, რომელსაც დაახ. 9 წელში დედაც აღარ ეყოლება. 50 წლის ასაკში კი შვილიშვილი ეყოლება. გიორგის სიცოცხლისთვის 31 წელი დარჩა, ნინოს კი 37 წელი (კაცი 69, ქალი 75, საქსტატი, 2021). გიორგის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოთ დიაბეტისგან გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადება გახდება, ნინოსი კი ალბათ მკერდის ან რეპროდუქციული ორგანოს სიმსივნე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG