Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

103-მდე გაიზარდა ირანში გენერალ ყასემ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მომხდარი აფეთქებების დროს დაღუპულთა რაოდენობა


სულ ცოტა 103 ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების დროს, რომელიც მოხდა ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე. საინფორმაციო სააგენტო "მიზანი" 3 იანვარს იუწყებოდა, რომ აფეთქებები იყო ქალაქ კერმანში, სოლეიმანის საფლავთან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დაიღუპა 73 და დაშავდა სულ ცოტა 170 ადამიანი, მაგრამ განახლებული მონაცემები მიუთითებს, რომ დაიღუპა 103 პირი.

საინფორმაციო სააგენტო Nord New-ი აღნიშნავს, რომ კერმანის მემორიალისკენ მიმავალ გზაზე სულ ცოტა ორი აფეთქება მოხდა. სასაფლაოზე ამ დღეს გენერალ ყასემ სულეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ცერემონიალი გაიმართა. მასში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს.

გავლენიანი ირანელი გენერალი 4 წლის წინ, 2020 წლის იანვარში, ამერიკული ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ბაღდადის მახლობლად.

სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ტრამპის ბრძანებით მოკლეს ბაღდადში.
სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ტრამპის ბრძანებით მოკლეს ბაღდადში.

აშშ-ის უპილოტო ავიაციამ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად გამოასალმა სიცოცხლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ელიტური "ყუდსის ძალების" სარდალი გენერალი ყასემ სოლეიმანი და ერაყის შიიტური სახალხო ლაშქრის ჰაშდ ალ-შააბის სარდლის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესი.

სოლეიმანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ბაღდადში 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. ვაშინგტონი ირანის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მეთაურს რეგიონში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმების ორგანიზებაში სდებდა ბრალს.

მისი დაკრძალვის დროს, რომელშიც ათასობით ირანელი მონაწილეობდა, ჭყლეტაში სულ ცოტა 56 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

სოლეიმანის მკვლელობამ გააძლიერა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი კონფლიქტის შიში.

XS
SM
MD
LG