Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუბარი გამართეს ზელენსკიმ და დუდამ - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. 9 ივლისი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. 9 ივლისი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბარი გამართა პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან. მათ განიხილეს შეიარაღების სფეროში უკრაინის საჭიროების თემა. ამის შესახებ იტყობინება ზელენსკის ოფისი.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი უკრაინის და პოლონეთის საზღვარზე პოლონელი ფერმერებისა და სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ მოწყობილ ბლოკადაზე, რასაც უკრაინის ეკონომიკაში შეფერხებები მოჰყვა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დუდას ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანებისკენ სწრაფვაში მხარდაჭერისთვის, აცხადებს ზელენსკის ოფისი.

XS
SM
MD
LG