Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი აქტივისტი, უდალცოვი წინასწარ პატიმრობაშია ტერორიზმის გამართლების ბრალდებით


სერგეი უდალცოვი
სერგეი უდალცოვი

მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, სერგეი უდალცოვი წინასწარ პატიმრობაში მოათავსა, ტერორიზმის გამართლების ბრალდებით.

ბასმანის ოლქის სასამართლომ 12 იანვარს გადაწყვიტა, რომ უდალცოვი წინასწარ პატიმრობაში სულ მცირე 15 თებერვლამდე უნდა დარჩეს.

უდალცოვი 11 იანვარს დააკავეს, მას მერე, რაც პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა.

თავად აქტივისტმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება მის საჯარო მხარდაჭერას ბაშკირეთის რესპუბლიკაში მოქმედი ე.წ. მარქსისტული ჯგუფის მიმართ, რომლის წევრებიც შარშან დააპატიმრეს, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით.

უდალცოვმა სასამართლოზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა - მისი თქმით, რადგან მარქისტული ჯგუფის დაპატიმრებული წევრები ჯერ დამნაშავედ არ არიან ცნობილი, ისინი უდანაშაულონი არიან და, ამდენად, მისთვის წაყენებული ბრალდება უკანონოა.

უდალცოვი არის მემარცხენე ფრონტის მოძრაობის წევრი და იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა 2011-2012 წლების ანტისამთავრობო გამოსვლებში. მან ოთხ წლიწადზე მეტი დრო დაჰყო ციხეში, 2012 წელს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ მასობრივი აქციის ორგანიზების გამო.

XS
SM
MD
LG