Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე

ანასტასია გუბანოვა
ანასტასია გუბანოვა

ფიგურულ ციგურაობაში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, ქალთა შორის გათამაშდა მედლები და საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ვერცხლი მოიპოვა.

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპირველობაზე, გუბანოვა ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოდიოდა. მოკლე პროგრამის შემდეგ ის მესამე პოზიციას იკავებდა, 68,96 ქულით. პირველი-მეორე ადგილები ბელგიელებმა - ლუნა ჰენდრიკსმა (74,66) და ნინა პრინცარონეამ (69,70) გაინაწილეს.

თავისუფალ პროგრამაში გუბანოვამ 137,56 ქულა მოიპოვა და საერთო ჯამში მოგროვებული 206,52 ქულით, ერთი პოზიციით დაწინაურდა.

ევროპის ჩემპიონი გახდა ჰენდრიქსი (213.25). მესამე საპრიზო ადგილი კი პინზარონემ (202.29) დაიკავა.

ქალთა შორის, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ალინა ურუშაძეც გამოვიდა და ორი პროგრამის ჯამში აღებული 140.66 ქულით ოცდამეორე ადგილს დასჯერდა.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG