Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ


მეზობელი ქვეყნების განცხადებით, 14 იანვარს ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ. 2024 წელი
მეზობელი ქვეყნების განცხადებით, 14 იანვარს ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ. 2024 წელი

ჩრდილოეთმა კორეამ 14 იანვარს ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ, რაც ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა - აცხადებენ მეზობელი სახელმწიფოები.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, რაკეტის გაშვება განხორციელდა, თუმცა შტაბი არ აკონკრეტებს, რამდენად შორ მანძილზე იფრინა მან. იაპონიის თავდაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებაზე. დეტალები არც მის განცხადებაშია მოტანილი.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ეს რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც 18 დეკემბერს მან გამოცადა თავისი ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღი - Hwasong-18-ი - მყარ საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. Hwasong-18 გამიზნულია აშშ-ის ტერიტორიის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG