Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდება. მერმა ეს პირობა თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, 17 იანვარს, დადო.

"მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება", - თქვა კახა კალაძემ.

15 იანვარს თბილისის მერმა ბრძანება გამოსცა, რომლითაც შეწყვიტა კონტრაქტები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ კომპანიებთან. მერი დაეყრდნო მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის… ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე", - წერია კახა კალაძის ბრძანებაში.

ახლა გამზირი ისევ გადათხრილია. უნდა დარგონ ხეები, მოეწყოს ტროტუარები, გადასავლელები და შეიცვალოს განათების სისტემები - ამ სამუშაოების დასრულების თარიღი მერიას ჯერ არ დაუსახელებია.

XS
SM
MD
LG