Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საჰაერო განგაშია რუსეთის მხრიდან დრონებით შეტევის ტალღის ფონზე


რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 33 დრონით და ორი რაკეტით განახორციელა თავდასხმა. 2024 წლის 18 იანვარი
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 33 დრონით და ორი რაკეტით განახორციელა თავდასხმა. 2024 წლის 18 იანვარი

18 იანვარს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რადგან შენიშნეს რუსეთის ტერიტორიიდან საბრძოლო თვითმფრინავების გამოფრენა.

მანამდე რუსეთმა უკრაინის სამიზნეებისკენ გაუშვა ირანული წარმოების 33 დრონი და S-300 ტიპის ორი რაკეტა - აცხადებს უკრაინის არმია და დასძენს, რომ 22 დრონი ჩამოადგეს.

პარალელურად, სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად, ერთი ადამიანი დაიჭრა და ასევე გამოვლინდა მატერიალური ზიანი დრონებით შეტევის შემდეგ ხერსონსა და ნიკოლაევზე. ამ ორ რეგიონში ჩამოგდებულია ცხრა დრონი - წერს არმია ტელეგრამით.

XS
SM
MD
LG